"ქართული ოცნების" ლიდერები წინანდალში იკრიბებიან. კახეთის რეგიონში, ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ სასტუმროში იმყოფებიან ამ დროისათვის უმრავლესობის ლიდერები, მინისტრები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა ქალაქის მერები. იქ იმყოფება ღარიბაშვილიც. უცნობია ესწრება თუ არა შეკრებას ეკატერინე ტიკარაძე.
წინანდალში, მათ "რედისონ ქოლექშენი" მასპინძლობს.
"მთავარი არხისათვის" ცნობილი ხდება, რომ პანდემიის მიუხედავად, შეხვედრის დასრულების შემდეგ, 450 კაციანი სუფრა უნდა გაიშალოს. ერთი ადამიანის გამასპინძლება კი 350 ლარამდე ჯდება.
მედიასთან კომენტარი მხოლოდ მამუკა მდინარაძემ გააკეთა, მისი თქმით, ღონისძიება პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მდინარაძის განმარტებით, პარტიის წევრებმა რეგიონებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმსჯელონ.