"ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე რისხვა, რისთვის ჩამოვედი ჩემ ქვეყანაშიო..." - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნების წინააღმდეგია.

ამის შესახებ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, მას აქვს თავისა და კუნთების ტკივილი, ასევე ნევროლოგიური სიმპტომები.

"ინტერესის გათვალისწინებით, გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა, ვინ გგონივარო? მე აქ რისთვის ჩამოვედი ჩემ ქვეყანაშიო, მოკლედ, ეს ძალიან არ მოეწონა ჩემგან.

აქვს ხშირი თავის ტკივილები, ძილი თითქმის არ აქვს, კუნთების ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები აქვს. მე რაც დავინახე კიდე ის არის, რომ მაინც ურჩევია იწვეს",- თქვა გიული ალასანიამ.

უკვე 21-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის პროცესს გადის. მესამე პრეზიდენტი კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის დგომარეობა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში უკიდურესად დამძიმდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი