დემურიშვილმა უთხრა, რომ უნდა მიეღო დანამატები, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაიყვანდნე მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში - ჯიშკარიანი

გამოქვეყნდა:

სადამსჯელო ოპერაცია მოშიმშილეს მიმართ - "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზეწოლის შესახებ ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელსაც მისი ინფორმაციით, რუსთავის მე-12 დაწესებულება ჰქონდა ადგილი.

ჯიშკარიანის თქმით, იმ ვიდეოს გადაღება, რომელიც პენიტენციურმა 6 ნოემბერს გაავრცელა და სადაც ჩანდა, როგორ იღებს მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი საკვებ დანამატებს, წინასწარ არის დაგეგმილი:  

მასზე განხორციელდა შემდეგი სახის ზეწოლა: როდესაც ის დანამატებს იღებდა, ვიდეო იყო გადაღებული, ესეც იყო წინასწარ დაგეგმილი, მასთან შევიდა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უთხრა, რომ თუ იგი არ მიიღებდა საკვებ დანამატებს, მას მხოლოდ და მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ეს არის სადამსჯელო მუქარა" ამბობს მარიამ ჯიშკარიანი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "მთავარ დებატებში".

ჯიშკარიანის განცხადებით, მიხელ სააკაშვილთან ამ მუქარით პირადად თამთა დემურიშვილი შევიდა: 

დემურიშვილმა უთხრა, რომ უნდა მიეღო დანამატები, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაგან არსად, მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ - ამბობს ჯიშკარიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი