პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ერთი თვის წინ მდიდრული რეზიდენცია შეიძინა, თუმცა ახალ სახლს ვერც მის დეკლარაციაში ნახავთ და ვერც საჯარო რეესტრის მიხედვით დაადგენთ რომ 150 000 დოლარად ზეგვში გაყიდული რეზიდენციის მფლობელი სწორედ კახა კუჭავაა. ქონება მის ძმაზეა გაფორმებული.
მას შემდეგ, რაც დავადგინეთ რომ სპიკერი სწორედ ამ ახალ მისამართზე ცხოვრობს, კუჭავამ შენაძენი ვერ უარყო, თუმცა ამტკიცებს რომ საკმარისი ფული არ ჰქონდა და ძმას სთხოვა დახმარება.