
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-შ, კენტუკის შტატში, ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. კენტუკის გუბერნატორის თქმით, შტატის ისტორიაში ეს ყველაზე დამანგრეველი ტორნადო იყო.
სტიქიის გამო პრეზიდენტმა ბაიდენმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ტორნადო აშშ-ის სხვა შტატებსაც დაატყდა თავს. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გაფრთხილება გასცა არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებისთვის.