"ფაქტია, რომ რაღაც ისეთი ნახა ჩემმა შვილმა, რაც არ უნდა ენახა" - ბაჩალიაშვილის დედა ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებზე

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი უჩა მამაცაშვილისა და მის ქოლ -ცენტრებში დასაქმებული პირების დაკითხვას ითხოვს.

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ, აუცილებელია მამაცაშვილი გამოიკითხოს, თუმცა მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. 

"ფაქტია, რაღაც ისეთი ნახა ჩემმა შვილმა, რაც არ უნდა ენახა. ვერ გათვალა, ალბათ, მასშტაბები და ამიტომაც მოუსწრაფეს სიცოცხლე. სუს-ის გარეშე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ ხდება და იმთავიდანვე გამოჩნდა თუნდაც ის მანქანები, თუნდაც ლილუაშვილის განცხადება ანგარიში უნდა ჩაებარებინა პარლამენტისთვის და არაფერს არ გაუსვა ხაზი, მარტო თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის დაბრალება უნდათო ჩემთვისო"- ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილი მოკლულია და მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების მიერ არის ინსცენირებული. მისივე თქმითმ საქართველოში ამ საქმეს ობიექტურად არავინ გამოძიებს და ერთადერთი შანსი სტრასბურგია, სადაც უკვე გასაჩვრებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, "შაბათის მთავარის" ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა,რომ ახალგაზრდა პროგრამისტი, სავარაუდოდ  სწორედ ქოლ-ცენტრების სქემაში იყო ჩართული.

დეტალურად: ბაჩალიაშვილი და ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივი სქემა - ფარული კადრები მამაცაშვილის ოფისიდან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი