
რომის პაპი უკრაინაში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ქვეყნებს „სერიოზული" საერთაშორისო დიალოგისკენ მოუწოდებს - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დღეს ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკემ სიტყვით გამოსვლა უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო.
პაპმა დასავლეთსა და რუსეთს დიალოგის გზით დაძაბულობის განმუხტვისა და შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა.
"წმინდა მამამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გადაწყვიტოს დაძაბულობა უკრაინაში "სერიოზული" დიალოგის "და არა იარაღით". იგი დამწუხრებულია, რომ გასულ წელს იარაღით მოვაჭრეებმა უფრო მეტი იარაღი აწარმოეს, ვიდრე წინა წელს. ”იარაღი არ არის გზა”, - თქვა პაპმა და იმედი გამოთქვა, რომ "ეს შობა უკრაინაში მშვიდობას მოიტანს" - წერია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე ლოცულობს „საყვარელი უკრაინისთვის“, მისი ეკლესიების, რელიგიური თემებისა და ხალხისთვის.