მუქარა და შანტაჟი მეტრეველების ოჯახის მიმართ - ომის ვეტერანის ოჯახი ემზარ კვიციანის დაკითხვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მუქარა და შანტაჟი მეტრეველების ოჯახის მიმართ - დეპუტატ ემზარ კვიციანის მხრიდან შეურაცხყოფის შემდეგ, ომის ვეტერანის ოჯახს სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირები აშანტაჟებენ. მუქარის პოსტებს კი "პატრიოტთა ალიანსიდან" დეპუტატი და მისი შვილიც აზიარებენ.

მეტრეველები სამართლებრივი დევნის დაუყოვნებლივ დაწყებას  და ემზარ კვიციანის გამოკითხვას ითხოვენ.

დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და დაუყოვნებლივ დაიკითხონ ეს პირები, ემზარ კვიციანი და მისი აზრების გამტარებლები და ასეთი მუქარის შემცველი სტატუსების დამწერი პირები, თორემ ყველაფერს აქვს საზღვარი. ნუ გადაკვეთენ წითელ ხაზებს, თორემ მერე შსს-ს ნუ ექნება კითხვები. ეს ჩემთვის არის მუქარის შემცველი კი არა, უფრო მეტი და შეიძლება მერე მართლა რაღაც უბედურება დატრიალდეს,- ამბობს ოჯახის წევრი, ნინო მეტრეველი. 

ომის ვეტერან ომარ მეტრეველთან დეპუტატს მიწასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვს.  ემზარ კვიციანი მათ იმ უძრავი ქონებას ედავება, რომელიც ადრე ეკუთვნოდა, თუმცა  2006 წელს სახელმწიფომ  ის ომის ვეტერანის ოჯახს, პრეზიდენტის განკკარგულებით გადასცა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი