სასიკვდილო საფრთხე ჰოსპიტალში | განადგურებული სისხლის ბანკი, დაღუპული კაპრალი და მედიკამენტებით ვაჭრობა - ვის ხელშია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე

გამოქვეყნდა:

რა ხდება გორის ჰოსპიტალში და რამდენად შეიძლება მისი ხელმძვანელების ნდობა? ვის ხელშია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე? ვინ უნიშნავს მას იმ მედიკამენტებს, რომლებიც მისი მკურნალობისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და მედიკამენტური წამების ეჭვები გააჩინა? 

წარმოიდგინეთ, გორის ჰოსპიტალის სააფთიაქო ქსელს დღემდე ხელმძღვანელობს ვინმე თინათინ ყაჭეიშვილი, რომელმაც წლების წინ ჯარისკაცები წითელას ვაქცინის ნაცვლად ცოფის წამლით აცრა, რასაც მსხვერპლი მოყვა - სამხედრო დაიღუპა. 

იგივე ყაჭეიშვილი მონაწილეობდა - ან ახლაც მონაწილეობს - ძვირადღირებულ აფიორაში. ფურცელზე წერენ, თითქოს ოპერაცია ჩაატარეს და ამისთვის ძვირფასი ანტიბიოტიკები გამოიყენეს. სინამდვილეში, ამ წამლებს კი არ იყენებდნენ, არამედ კლინიკიდან გაჰქონდათ. როგორ ფიქრობთ, რისთვის? ყიდდნენ შავ ბაზარზე, უძვირესად. 

და იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანი თვითონ იჯდეს ციხეში, ახლა მესამე პრეზიდენტის ბედია მის ხელში ჩაგდებული. 

ეს არ არის ყველაფერი - გორის სამხედრო ჰოსპიტალი ერთ დროს ნამდვილად მოწინავე დაწესებულება იყო, რისი ერთ-ერთი ნიშანიც იყო ე.წ. "მარადიული სისხლის" ბანკის არსებობა - ეს არის სისხლი, რომელიც 15 
წლამდე ვადით ინახება და რომლის არსებობაც უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ პაციენტი სისხლისგან დაგეცალოს, იმიტომ რომ მისთვის გადასასხმელი სისხლის მარაგი არ გაქვს. 

ჯარისთვის ეს კრიტიკულად გადამწვეტია - სამხედროების ნახევარზე მეტი ბრძოლის დროს სისხლით დაცლით იღუპება, სისხლის ბანკი კი საშუალებას გაძლევს ჯარისკაცები გადაარჩინო. ბუნებრივია, რუსეთი საშინლად უკმაყოფილო იყო ამით და ამას ღიად ამბობდა. 

რა ქნა "ქართულმა ოცნებამ" როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა? ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ სისხლის ბანკი გაანადგურა და სასიკვდილოდ გაწირა საკუთარი ჯარისკაცებიც და რიგითი მოქალაქეებიც, რომლებსაც ამ სისხლით სარგებლობა შეეძლოთ. 

გორის ჰოსპიტლის ყოფილი დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითაც ხდებოდა ყველა ეს კატასტროფა, აგრეთვე თავისუფალია და მშვიდად აგრძელებს თავის საქმიანობას სხვა თანამდებობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი