
"ქართული ოცნება" იმავე მეთოდებით აგრძელებს საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვებას, რა მეთოდითაც არჩევნებში ხმების მიღებაზე იმუშავა - ძალადობით.
მოლაპარაკება, პარტიიდან წევრების გადაბირება, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მაგრამ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მოპალარაკების ფარგლებს ცდება და დეპუტატების სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის.
"ოცნების" ზეწოლას უკვე შეეწირა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი.
დმანისი და ზუგდიდი, ჯერჯერობით ასეთ მძიმე შედეგს გადაურჩნენ. მაგრამ სადაც სახელისუფლებო მუქარას და ძალადობას ადამიანების სიცოცხლე არ ეწირება, სამაგიეროდ, ეწირება ქვეყნის დემოკრატია, სამართლიანობა, ჯანსაღი განვითარება და მომავალი.
პრობლემა ისევ იგივეა - "ქართულ ოცნებას", უპირველესად, არა საზოგადოების წინსვლა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება აღელვებს. ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუნდაც ეს მსხვერპლს მოითხოვდეს. ოღონდ არა საკუთარ მსხვერპლს - მსხვერპლს ოპონენტების რიგებში.