სიცილიაში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 6-ს კი ეძებენ

გამოქვეყნდა:

იტალიაში სიცილიის ქალაქ რავანუზაში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ ექვსს კი მაშველები ეძებენ. ინფორმაცის CNN ადგილობრივ ოფიციალურ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

იტალიური გამოცემა ANSA-ს ცნობით, შენობა გაზის მილის აფეთქების გამო ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად კიდევ ორი შენობა დაზიანდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი