[VIDEO] დღეს რომ პრეზიდენტი იყოს, შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

დღეს რომ პრეზიდენტი იყოს, შეიწყალებდა თუ არა გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

"ჩემი მიზანი იქნებოდა მისთვის, პრეზიდენტისთვის, მისი ამ პირობების შემსუბუქება... მე არ მინდა რომ ამაში ჩავერიო [შეწყალების საკითხი] იმიტომ რომ არ მინდა მოქმედი პრეზიდენტის კომპეტენციაში შევიჭრა და პოზიცია დავაფიქსირო... მე არ მგონია, მე მაშინაც მქონდა პოზიცია,  რომ სააკაშვილს ქართული საზოგადოების წინაშე იმ კითხვებზე პასუხი, პიჯაკებზე კი არა, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, და დღესაც მგონია, რომ მისი პრობლემა არა ის არის რომ სააკაშვილი ასე ვთქვათ პასუხს აგებს, პრობლემაა ის რომ ის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ორჯერ არჩეული, იმ ვითარებაშია, რომელიც მისთვის დამამცირებელი და დამამძიმებელია... მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ ვითარებაში, რომელიც არ იქნება მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის დამამცირებელი, - ამბობს მარგველაშვილი. 

იხილეთ ვიდეო სრულად: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი