პირველ პლანზე ფსიქო-ნერვოლოგიური მოშლილობაა - ომბუდსმენის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე დღეს გასაჯაროვდება

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 8 ექიმთან ერთად შეამოწმა. მკურნალობის მეთოდები და შესაბამისობა მესამე პრეზიდენტის დინამიკასთან - ნინო ლომჯარიას დასკვნა დღეს გასაჯაროვდება.

სატელეფონო კომუნიკაციის აკრძალვა, სასეირნო სივრცის არარსებობა და სხვა დეტალები, რაც მესამე პრეზიდენტზე უარყოფით გავლენას ახდენს დასკვნაში აისახება.

"დასკვნაში იქნება რამდენიმე ასპექტი აღნიშნული, პირველი, თვითონ ობიექტურად რა მდომარეობა არის ჯანმრთელობის მიმართ რა პრობლემები გვაქვს და ნევროლოგიური პრობლემები რჩება, რომლესბსაც სჭირდება ჯერ კიდევ ნევროლოგიური, მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ეხლა პირველ პლანზე არის გამოსული ფსიქო-ნერვოლოგიური მოშლილობა, რომლესაც სჭირდება კარგი კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი", - ამბობს ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რეაბილიტაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. ის კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი