„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ - "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულებმა ახალი პარტია დააფუძნეს

გამოქვეყნდა:

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ - 2020 წლის საპალამენტო არჩევნებისთვის ახალი პარტია დაფუძნდა. პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნებიდან"  დემარშით  წასულებმა, პარლამენტის და საკრებულოს  დეპუტატებმა შექმნეს. პარტიის თავმჯდომარე  ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი, ზვიად კვაჭანტირაძე იქნება.  

ახლადდაფუძნებულ პარტიაში ყოფილ თანაგუნდელებთან, "ქართულ ოცნებასთან" და ასევე,  გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. ამბობენ, რომ  უფრო მეტს საზოგადოებას 10 ივლისის შემდეგ ეტყვიან, როდესაც პარტიის რეგისტრაციის პროცედურები დასრულდება.

თავარი ღირებულება არის განვითარება, რომელიც უნდა დაეფუძნოს სოლიდარობას, სამართლიანობას, კეთილდღეობას და ამ ქვეყნის სუვერენტიტეტს. ჩვენ ვიბრძლებთ გამარჯვებისთვის, პირდაპირ რომ გითხრათ. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე პარტია, ან რომელიმე პოლიტიკოსი, იზიარებს სწორედ ამ ღირებულებებს რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, აქვს სწორედ ის გამოცდილება ბრძოლისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მათთან შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, ამ ეტაპზე რესურსს ასეთი პარტიების არსებობის ჩვენ ვერ ვხედავთ,- აცხადებს პარტიის თავმჯდომარე, ბექა ნაცვლიშვილი. 

პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო პროგრამას პირველ აგვისტოს წარადგენს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი