"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" - ზურაბიშვილის ირონია ჟურნალისტებს პრეზიდენტების შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს ტრადიციულად არ პასუხობს - ის მედიის წარმომადგენლებს ჯერ მიესალმა, შემდეგ ირონიულად უთხრა - "ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" და არცერთ კითხვას არ უპასუხა.

ზურაბიშვილს ამჯერადაც არ უთქვამს მზადაა თუ არა მესამე პრეზიდენტის შეთავაზებას დათანხმდეს, ან ზოგადად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად.

ცნობისთვის, 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს "ინკლუზიურ პროცესს,  საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ". 

საპასუხოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყფომა მესამე პრეზიდენტმა მას და გიორგი მარგველაშვილს შეხვედრა შესთავაზა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი