
"ლელო" პარლამენტში კვლავ ფრაქციად ფორმირდება. მათ "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატი დილარ ხაბულინი უერთდებათ.
ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს და მისი წევრები იქნებიან - ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.
ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.
ცნობისთვის, ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა.