ოპოზიციამ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი - გურამ მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" შერიგების საკითხზე საკუთარ წინაპირობას აყენებს და ამბობს, რომ ჯერ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა დაბრუნდეს. 

პარლამენტის დეპუტატის თქმით, ენმ დილით შერიგებაზე საუბრობს, საღამოს კი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაზე და ამის გამო მათი აღარავის სჯერა. 

"ოპოზიციამ ყველა პოლიტიკურ ფრონტზე წაგების შემდეგ და დღის წესრიგის დაწერილობის შემდგომ შემოაგდო ე.წ. შერიგების საკითხი. ქუჩაში წასული ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე, უნდა აღიაროს ლეგიტიმურობა ამ პარლამენტის, კითხვის ნიშნები მოხსნას და დაიწყოს მუშაობა საქართველოს პარლამნეტში, მაშინ საზოგადოებამ შეიძლება დაიჯეროს მათი გულწრფელი სურვილი ამ შერიგების. არავის აღარ სჯერა მათი ამ ე.წ.შერიგების დილით ამბობენ და იწყებენ ამ შერიგებაზე საუბარს და საღამოს ამბობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს დაუყონებლივ და ძალაუფლება უნდა გადაეცეს ნაციონალურ მოძრაობას" ,- ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო შერიგების ინიციატორი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, რომლმაც შერიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დემოკრატიის სამიტზე" პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია დასრულდეს. შერიგების იდეას მხარს უჭერს ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი