წარმატებებს ვუსურვებ თანამოაზრეებს - თამარ ჩუგოშვილს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას შეუერთდება წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი კოლეგების დაარსებულ ახალ პარტიას არ უერთდება - იგი, თანამოაზრეებთან ერთად, ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან გააგრძელოს თანამშრომლობა. ჩუგოშვილმა ლელოდან და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობიდან შეთავაზებები უკვე მიიღო.

პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს წარმატებებს ვუსურვებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებში მოქალაქეებს ასარჩევად ჰყავდეთ ის პარტიები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ და რომლებიც მათი ღირსეული წარმომადგენლები იქნებიან, რაც შეეხება ჩემს გეგმებს, როგორც იცის საზოგადოებამ, მე ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი.

სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს ლევან კობერიძეც. ის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრია, თუმცა თანაფრაქციელების პარტიას არ შეუერთდა. ლევან კობერიძე 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკაში რჩება, თუმცა რომელი პარტიის სახელით იბრძოლებს, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი