ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს არ ეძებონ "ინტრიგა" მის გადადგომაში. მისივე განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არდასწრება პროტესტთან არაა დაკავშირებული.
"ვიდგეთ ეხლა აქ, ან წავიდეთ მოვუსმინოთ პრეზენტაციას...
არ არის საჭირო ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს. [მთავრობის სხდომაზე არ დასწრება] არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთო მე ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია, მე მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირი პროტესტის ფორმას და ამას რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ მთავრობის სხდომასაც არ ესწრებოდა. ის წლის ბოლომდე მინისტრის მოვალეობას შეასრულებს შემდეგ კი საქმიანობას პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.