საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მიერ, დიალოგს მხარდაჭერას მიესალმება. მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიმართვას ავრცელებს:
"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.
ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეკონსილაციისა და 3 პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატზე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტებში" ისაუბრა.