მე უფრო მეტი ვიცი და რატომ მაინცდამაინც ეს ორი? - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურებთან დაკავშირებით, თუმცა გვარებს არ ასახელებს.
ამ დრომდე უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ტიკარაძეს, რომელიც უკვე გადადგა, თუმცა დეკემბრის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს.
არაფერს ამბობს კონკრეტულ კანდიდატურებზე არც დავით სერგეენკო და ახალ მინისტრს პანდემიის პირობებში "ფოლადის გამძლეობას" უსურვებს.
ტიკარაძემ თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. მის შემცვლელად დასახელდა არჩილ თალაკვაძისა და ნინო კობახიძის გვარები. გაიჟღერა ლევან რატიანის კანდიდატურამაც.