მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გორის ჰოსპიტალი - ხერხეულიძე 

გამოქვეყნდა:

დროულად უნდა განხორციელდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც ამ დღეებში იქნა გაჟღერებული და ეს პროცესი მალე დაიწყოს - ასეთია მიხელ სააკაშვილის პოზიცია მოლაპარაკებებზე.

მესამე პრეზიდენტს ეკა ხერხეულიძე შეხვდა და გზავნილები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მან გამოიტანა. მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა მეუფე იაკობის ქადაგებას, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა ეკლესიაში უნდა შედგეს: 

"მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი გამოთქვეს შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში, თუმცა მას შეუძლებლად მიაჩნია ტექნიკურად განხორციელდეს ეს, ვინაიდან  მისი პირობები ყველასთვის ცნობილია. ის არის პატიმრობაში, არ აქვს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, მან არ იცის როგორ უნდა მოგვარდეს ეს ტექნიკური დეტალები, თუ ეს მოგვარდება მის გარეშე, ცხადია მას სადაც სთხოვენ შეხვედრას, არანაირი წინაპირობა არ აქვს სხვა, გარდა მზაობისა და გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ეს იქნება საპატრიარქო, ეს იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს იქნება გორის ჰოსპიტალი, ნებისმისიერი ლოკაცია, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება, ის მტრობა, რაც დღეს ქვეყანაშია და დაპირისპირებული მხარეები დაჯდნენ სასაუბროდ" - ამბობს ხერხეულიძე

ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ექიმების კონსილიუმს შეხვდება, თუმცა რომელს, ეს მისთვის უცნობია.

რაც შეეხება 21 დეკემბრის აქციას, რომელიც გუშინ დაანონსდა, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გამოქვეყნდება, თუმცა ხერხეულიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ყველას სთხოვს, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი და ბედი მნიშვნელოვანია, აქციაზე მივიდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი