
მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, მუსიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და გამოსავლის გზები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ დრო აღარ ითმენს, ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა და საჭიროა გამოსავალის მოძიება, რასაც ასეთი შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხელს შეუწყობს.