დამატებით 19 მილიონი მშენებლობისთვის | შეძლებს თუ არა საქართველო ევრობასკეტის მასპინძლობას

გამოქვეყნდა:

საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია მორიგი დარტყმის მოლოდინში. ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევრობასკეტის მასპინძლობას. მაშინ, როდესაც საკალათბურთო დარბაზის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყო არენის მშენებელი კომპანია დამატებით ფულს ითხოვს.

ხელისუფლებასთან დაახლოვებული საბა კონსტრაქშენი ახალ გაუთვალისწინებელ ხარჯს 20 მილიონად რომელიც პროექტის დასასრულებლად უნდა მიიღოს. საერთო ჯამში ახალი არენის აშენება ქვეყანას 90 მილიონი დაუჯდება და თავად ევრობასკეტის მასპინძლობის პრივილეგია კი შესაძლოა სხვა ქვეყანას მიენიჭოს.

ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის 1 წლით გადავადდა და 2022 წლის სექტემბერში ჩატარდება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება.

ამავე თემაზე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი