"სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი შერიგებაზე აზრს მოკლებულია" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

 "სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი შერიგებაზე აზრს მოკლებულია" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება. 

ეს არის კარგად ორგანიზებული კამპანია სუს-ის მიერ. იმ სუს-ის მიერ, რომელიც დგას მთელი პოლიტიკური სახელისუფლებლო გუნდი, მაგრამ მათი მცდელობები არის ამაო, რომ მოახდინონ საპროტესტო ელექტორატის დემოტივაცია. მათ ეს არ გამოუვათ. მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრს მოკლებული, - ამბობს ნიკა მელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი