რეჟიმის ცვლილებისთანავე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული აქტივისტი ორმაგ კომპენსაციას მიიღებს - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც აქციებზე პოლიტიკური ნიშნით აკავებენ, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ კომპენსაციებს გადაუხდიან, მათთვის დაწესებული ჯარიმები კი გაუქმდება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

"ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აზრის გამოხატვისთვის აკავებენ აქტივისტებს, მერე რამდენიმე დღე უწევთ ციხეში გატარება და თუ ციხეში არ უშვებენ აჯარიმებენ ათასობით ლარით. ჩემთან ერთად არიან აქტივისტები, რომელთა უმრავლესობას დაყადაღებული აქვს ანგარიშები, ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლებისთვის "ქართულმა ოცნებამ" აუკრძალა სიცოცხლეც კი. მათ არ შეუძლიათ იმუშაონ, თანხა განკარგონ, რადგან დაყადაღებული აქვთ ყველაფერი. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ახლაც რამდენიმე ჩვენი თანამებრძოლი არის ციხეში გამოკეტილი.

შესაბამისად, ენმ-ში მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომლებიც დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით, აქციაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის და იქნენ დაჯარიმებულები, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და პლუს ამას, მათ გადაეხდებათ კომპენსაცია და ეს იქნება ორმაგი, რასაც "ქართული ოცნება" იყენებს ამ ადამიანების სადამსჯელოდ. ყველა ადამიანი, ვინც აქციაზე უკანონოდ დააკავეს ჰყავდათ ან ჰყავთ ციხეში, ყველა ეს საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილი და მათაც სახელმწიფოსგან გადაეხდებათ კომპენსაცია", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე პოლიციელებს და მოსამართლეებს მიმართა:

"რაც შეეხება მოსამართლეებსა და პოლიციელებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ღებულობენ გადაწყვეტილებას. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს, ვგულისხმობ პოლიციელებს, რომლებიც რიგ შემთხევვაში ცრუ მოწმეები არიან სასამართლოზე, ასევე მოსამართლეებს, რომლებიც ღებულობენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი პოლიტიკური მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ ყველა ასეთ მასალას ვაარქივებთ, სადაც აღბეჭდილია, რომ აქტივისტების დაკავება ხდება უკანონოდ შესაბამისად რეჟიმის ცვლილებასთან ერთად იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხზე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემდეგ აქციას 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართავს. #თავისუფლებამიშას | ენმ-მ 21 დეკემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი