"მიჭირს სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის გაფარჩაკებულ, გაბანძებულ მდგომარეობას" - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, მესამე პრეზიდენტის ბოლო მიმართვას "აგონიაში მყოფი ადამიანის" განცხადებას უწოდებს.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის "გაბანძებულ" და "გაფარჩაკებულ" მდგომარეობას გამოხატავს.

"მიჭირს რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის აი ამ ასე ვთქვათ გაფარჩაკებულ, თუ ბოდიში და გაბანძებულ მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და როგორც ჩანს მას უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც აქვს დიახ, სამართლიანად და აქედან გამომდინარე, ახლა ითხოვს საზოგადოებისგან, რომ თურმე მოაწყონ აქციები, რომ როგორმე ტყვეობიდან მისი თქმით დაიხსნან სააკაშვილი. ეს არის გაუგონარი აგრესია და მოძალადე ადამიანის განცხადება", - თქვა ალუდა ღუდუშურმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მხარდამჭერებს მიმართა და 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი