ენმ-ს კონფლიქტი არ აქვს "ოცნებასთან", კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" კონფლიქტი არა მმართველ გუნდთან, არამედ ქართველ ხალხთან აქვს.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ბოლო მიმართვიდან ჩანს, რომ ოპოზიცია ეძებს გზას, როგორმე მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვიდეს.

"ჩვენ ვნახეთ ის ტონი, ის მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი "ქართულ ოცნებას" და ა.შ. კიდევ ერთხელ, ეს არის ფარისევლობა, ერთადერთი, რაც ამ ყველფარის უკან დგას, "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი ეძებენ გზას როგორმე რომ გამოვიდეს ის სასჯელახსრულების დაწესებულებიდან. ეს არის მთელი ასავალ-დასავალი ამ საკითხის, "ნაციონალურ მოძრაობას კონფლიქტი არ აქვს "ქართულ ოცნებასთან", "ნაციონალურ მოძრაობას" კონფლიქტი აქვს ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მხარდამჭერებს მიმართა და 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი