თუ იქნება მრავალპარტიული მონდომება, ამის გაკეთება შესაძლებელია - ანა დოლიძე საყოველთაო შერიგებაზე

გამოქვეყნდა:

"თუ იქნება მონდომება ყველას მხრიდან, ამის გაკეთება შესაძლებელია" - ასე ეხმაურება პარტია "ხალხისთვის" დამფუძნებელი ანა დოლიძე საყოველთაო შერიგების იდეას. 

დოლიძე ამბობს, რომ შერიგებისკენ ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2013 წელს იყო შესაძლებელი, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ეს ხელს არ აძლევდა, რადგან ის სწორედ პოლარიზაციით და სიძულვილით მართავს ქვეყანას.

"პოლარიზაციის ხარისხი საზოგადოებაში არის გაღრმავებული. პირველ რიგში, "ქართული ოცნება" ამას მიზანმიმართულად აღრმავებს. ფაქტობრივად პოლარიზაციით და სიძულვილით მართავს ჩვენს ქვეყანას. ყველაზე საუკეთესო სიმართლისა და შერიგების პროცესის გაკეთება იქნებოდა 2013 წელს, ყველაზე ცხელი ემოციები იყო მაშინ და ჩვენ უბრალოდ 9 წელს არ დავკარგავდით. თუმცა, თუ იქნება მრავალპარტიული მონდომება ყველას მხრიდან, ამ პროცესის გაკეთება შესაძლებელია", - ამბობს ანა დოლიძე. 

შეგახსენებთ, საყოველთაო შერიგების ინიციატორი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. პოლარიზაციის შემცირებისა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა "დემოკრატიის სამიტზე" პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორ აპირებს ის პროცესის წარმართვას. შერიგების იდეის მომხრეა მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი