ვიდრე ამ კრიმინალებს პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია აქვთ, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარიც ზედმეტია - კობახიძე

გამოქვეყნდა:

უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში აღარაა - ამ ინსტრუქციას სთავაზობს "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას შერიგებასთან დაკავშირებით.

კობახიძე ოპონენტების მიმართ ტრადიციულად სიძულვილის ენას იყენებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "კრიმინალებს" უწოდებს. 

"ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ერთი, რომ უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც აქვთ ჩადენილი: წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენ პოლიტიკოსებს ბუნებრივია, ადგილი არ აქვთ პოლიტიკაში, ეს უნდა აღიარონ და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საუბარი შერიგებაზე. მაგრამ ვიდრე ამ ადამიანებს, დამნაშავეებს, კრიმინალებს, აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარიც ზედმეტია", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, საყოველთაო შერიგების ინიციატორი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. პოლარიზაციის შემცირებისა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა "დემოკრატიის სამიტზე" პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორ აპირებს ის პროცესის წარმართვას. შერიგების იდეის მომხრეა მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი