
"ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა", - ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ISFED მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება.
ორგანიზაციის განცხადებით, ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და განიხილოს ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, რათა ხელი შეუწყოს, ცესკოს მიმართ ნდობის გაზრდას.
ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა''.ISFED-ის შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია, შეთანხმების მცდელობაზე ორიენტირების ნაცვლად, მმართველი პარტიის ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარება და გაადვილება. ეს, კი, კიდევ ერთი უკანდახევაა 19 აპრილის შეთანხმებიდან, რომლის სულისკვეთებას პარტიებს შორის თანამშრობლობის ხელშეწყობა, შეთანხმების მიღწევის წახალისება წარმოადგენდა.მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც ცენტრალური სარჩევნო კომისიის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებაა, ხელს არ უწყობს დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, - წერს ISFED.
განცხადება სრულად იხილეთ აქ.