ჰაიტიში საწვავის ტანკერის აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ჰაიტის ჩრდილოეთ ნაწილში საწვავის ტანკერის აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ათობით ადამიანი დაზიანებული სატვირთოდან ავზის ავსებას ცდილობდა.

დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარს ჰაიტის პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი