"კორუმპირებული მერი ხარ" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში - სიტყვიერი დაპირისპირება ახლად დანიშნულ ვიცე-მერ ლევან დავითაძესა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ითხოვენ პასუხს, რატომ გაუქმდა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი.

ოპოზიციონერები მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვდნენ. რეზო ხარაზმა მისი ხელმოწერით დოკუმენტიც მიიტანა, რომლის მიხედვითაც შემოერთებული ტერიტორიები პროექტის გარეშე რჩება. ოპოზიციონერ დეპუტატებს მერის კაბინეტის შესასვლელთან მაგიდა დახვდათ. მათ პოლიციელებმა მერთან შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

"ბატონმა ჩიქოვანმა 2020 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულების გაწყვეტას 60 მილიონ ევროზე და ბათუმელებს, შემოერთებულ ტერიოტრიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს ჯიბიდან ამოაცალა 60 მილიონი, რომელიც იყო განკუთვნილი მათი წყლის და კანალიზაციის სისტემებისთვის. ამ კითხვებზე რომ პასუხს არ სცემს კორუმპირებული მერი, დიახ, ბათუმს ჰყავს კორუმპირებული მერი", - თქვა ლევან ხარაზმა.

დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ყოველდღიურად მივლენ ბათუმის მერიაში და არჩილ ჩიქოვანს სხვადასხვა თემებზე კითხვებს დაუსვამენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი