ფსიქოთერაპიას მინიმუმ 30-45 დღე დასჭირდება, ციხეში გადაყვანა კატეგორიულად დაუშვებელია - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ექიმი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოთერაპიას სულ მცირე, 30-45 დღე დასჭირდება. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მკურნალობა ჯერ კიდევ არაა დაწყებული, ამიტომ აუცილებელია, პროცესში ფსიქოთერაპევტი სწრაფად ჩაერთოს.

"დასკვნაში ჩვენ გვაქვს ცალსახად მითითებული, რომ მისი სომატური მდგომარეობა ზოგადად გაუმჯობესებულია, მედიკამენტოზური მკურნალობა ასე თუ ისე, ადეკვატურია. პატარა რეკომენდაციები გვაქვს, რა ცვლილებები უნდა შეიტანონ ამ თვალსაზრისით. 

არ არის დაწყებული ფსიქოთერაპევტის ჩართულობა მკრუნალობაში, რაც არის ერთ-ერთი აუცილებელი და პირველი კომპონენტი იმ მძიმე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და ყოველდღიური დაგვიანება, ახლა კიდევ უფრო გამოიწვევს ამ პროცესის, ამ დაავადების გაღრმავებას. ფსიქოთერაპიას მინიმუმ ალბათ დასჭირდება 30, 45 დღე.

[გადაყვანა] კატეგორიულად დაუშვებელია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პაციენტს მძიმე მდგომარეობაში, ვაბრუნებთ, ვუშვებთ სამედიცინო დაწესებულებიდან და ვაბრუნებთ ციხეში", - თქვა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი