"ოცნების" კანონპროექტით, ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად მხოლოდ უმრავლესობის ხმებიც საკმარისი იქნება

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა,რომელსაც ხელისუფლება საკუთარ ინტერესებს არგებს. მმართველი პარტია კანონს ისე ცვლის,რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ერთპარტიულად, ოპოზიციის  გარეშე, 76 ხმით შეძლოს.

საკანონმდებლო ორგანოში ქართულმა ოცნებამ 12 დეკემბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 5 წლის ვადით მხოლოდ უმრავლესობის ხმებითაც აირჩევენ.

მმართველი პარტია კანონპროექტის მიღებას ჩქარობს. საარჩევნო ადმინისტრაციის დროებით არჩეულ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს ვადა თებერვალში ეწურება.

ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი