იგეგმებოდა "კეტილეპტის" დოზის გაზრდა, რაც ჩვენს მიერ იქნა აღკვეთილი - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის შესახებ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. მესამე პრეზიდენტის ფარმაკოლოგიური წამების შესახებ ორგანიზაცია ვრცელ ანგარიშს ამზადებს.

"ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეპარატ "კეტილეპტს" დანიშნულების გარეშე აძლევდნენ. მისივე თქმით, იგეგმებოდა პრეპარატის დოზის გაზრდაც, რასაც მათ ხელი შეუშალეს.

"იგეგმებოდა კეტილეპტის დოზის გაზრდა, რაც ჩვენს მიერ იქნა აღკვეთილი. შესაბამისად, დაინიშნა ისეთი პრეპარატი, რომელიც ამას კორეგირებას გაუწევდა და შემდგომში ჩვენ ვნახეთ, მეორე დღეს იყო ეფექტი უკვე და სასამართლოზე შეძლო მონაწილეობის მიღება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს პრეპარატი დაინიშნა სრულიად არამართებულად და ჩვენ არა ჩვენი შეხედულებისამებრ ვამბობთ ამას, არამედ ვამბობთ ყველა პროტოკოლზე, გაიდლაინზე დაყრდნობით. ეს შეიძლება განხილული იყოს როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კიდევ უფრო უარესი, ფსიქო-ფარმაკოლოგიური წამება. ნეიროლეფსიური საშუალება და ეს პრეპარატი არ არის ძილისთვის დანიშნული, იქ დაინიშნა ძილისთვისაც, დღისითაც. იგეგმებოდა გაზრდა და გაიზარდა ზოგჯერ, ზოგჯერ არა, შესაბამისად, არ ჩანს მიზანი, რატომ იყო დანიშნული ეს პრეპარატი", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფიც და დამოუკიდებელი კონსილიუმიც თანხმდება, რომ ჯერ მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებაზე საუბარი ნაადრევია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი