რეკლამიდან შემოსავალი ტელევიზიებს დეკემბერში აღარ ექნებათ თუ თებერვლაში, ეს არაფერს ცვლის - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის გამო, ტელევიზიები შემოსავალს დეკემბერში დაკარგავენ, თუ თებერვალში. 

მედიამენეჯერები კანონის ინიციატორებს რეკომენდაციის სახით სთხოვენ, პირველი იანვრიდან არ დაეკისროთ ვალდებულება რეკლამის აკრძალვის შესახებ. ისინი რამდენიმე თვეს ითხოვენ, რომ კომპანიები ფინანსური წნეხის ქვეშ არ აღმოჩნდნენ.

"თუკი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემა, თუკი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა, ეს პრობლემა ამ გზით დეკემბერში გადაწყდება, თუ თებერვალში არაფერს არ ცვლის, ის შემოსავალი თუკი საუბარია იმაზე, რომ ამ ბიზნესიდან სარეკლამო შემოსავალი აღარ ექნებათ ტელევიზიებს, აღარ ექნებათ დეკემბერში თუ აღარ ექნებათ თებერვალში, არ იქნება არც ისე, არც ესე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში ვრცელდება. დამოუკიდებელი ტელეკომპანიები ცვლილებებს სატელევიზიო რეკლამის აკრძალვად აფასებენ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ამგვარი რეკლამის განთავსება ცვლილებების შემდეგ ისევ ნებადართული იქნება სპორტულ არხებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი