"მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტებს, გატაცებული მამუკა ჩხიკვაძე "შავ სიაში" ყავთ შეყვანილი

გამოქვეყნდა:

ე.წ. შავი სია ქართველი სამხედროებისა და ძალოვანების სახელებითა და გვარებით - "მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ ამ სიაშია საოკუპაციო ხაზიდან, რამდენიმე დღის წინ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძეც, რომლის შესახებაც ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობს წევრები კი ამბობენ, რომ ჩხიკვაძე სავარაუდოდ ნაცემია. ისინი ადვოკატების დახმარებით აპირებენ დაჩქარებული წესით მიმართონ სტრასბურგს იმისთვის, რომ გამოსცეს სპეციალური ღონისძიება და დააკისროს ვალდებულება რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩხიკვაძე.

ჩხიკვაძის ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა წითელ ჯვარს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი