მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან ერთად პოლარიზაციის შემცირებაზე - სტოლტენბერგი ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია" - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ღარიბაშვილს მოუწოდა, ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს.

​"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. მე, ასევე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან ერთად, რათა გადალახოთ პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიჰყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე თემაზე:

გულდასმით ვშრომობთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე - ღარიბაშვილი სტოლტენბერგს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი