ახალი ფიგურანტი და მოსამართლის კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი - ნიკა გვარამიას სასამართლო

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი და მოსამართლის კიდევ ერთი მეგბარი, რომელიც რუსთავი 2-თანაა დაკავშირებული. ნიკა გვარამიამ დღევანდელ პროცესზე ადვოკატ დავით ღვედაშვილის გვარი დაასახელა. მოსამართლე ჩხიკვაძემ მასთან მეგობრობაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა ღვედაშვილი რუსთავი 2-ის ერთ- ერთი სასამართლო საქმის ფიგურანტია და ის "ჰაიდელბერგ ცემენტს" წარმოადგენდა.

ნიკა გვარამიას თქმით, დასაშვებია, რომ მოსამართლე ჩხიკვაძეს დავით ღვედაშვილისგანაც ჰქონდეს ინფორმაცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რაც აცილების კიდევ ერთი საფუძველია. 

მან პროცესზე მტკიცებულებად ფოტოებიც წარმოადგინა, რომელიც დავით ღვედაშვილის მეუღლის ფეისბუქ გვერდზე საჯაროდაა განთავსებული. 

ნიკა გვარამია მოსამართლე ჩხიკვაძის აცილების შუამდგომლობას აყენებს - მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა - ნიკა გვარამია მის აცილებას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი