
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როგორც პრეზიდენტმა, მან აიღო შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება - ამ თემაზე მან France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი აზრით, ყველაზე ცუდი და პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ ის მხოლოდ გაამძაფრა.
ზურაბიშვილის აზრით, ეს ქცევა პასუხისმგებლიანი არ იყო.
"მთავარი ის კი არ არის არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესად პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება.
მე, როგორ ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე: