კორუფცია "ქართული ოცნების" მმართველობის სტილია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს კვლევის შედეგებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტებს კვლევის საგანგაშო შედეგები არ უკვირთ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის, რომან გოცირიძის თქმით, ფული, რომელიც ხალხს უნდა მოხმარდეს, ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის.
ბოროტად ხდება ხელისუფლების გამოყენება. თანამდებობის პირები საკუთარი თანამდებობებით შოულობენ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ფულს. ამა ს ჰქვია კორუფცია. ფული, რომელიც უნდა მოახმარდეს ხალხს და გაჭირვებულ ადამიანებს, ეს ფული მიდის ჩინოვნიკების მიერ ორგანიზებული სქემით ხელისულფების წარმოამდგენლების, განსაკუთრებით, მათი ელიტური წარმომადგენლების ჯიბეში, - აცხადებს გოცირიძე.
მაღალჩინოსნების პრივილიგირებულ მდგომარეობაზე საუბრობს "ევროპული საქართელოს" წევრი, ირაკლი აბესაძეც. აბესაძე კორუფციას ივანიშვილის მიერ დანერგილ მმართველობის სტილად მოიხსენიებს.
კორუფციული დანაშაულის ყველა სახე იქცა უბრალოდ მმართველობის სტილად "ქართული ოცნების" დაწყებული დღგ-ს სკანდალით, სადაც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ას მილიონ ლარზე მეტით აზარალეს ბიუჯეტი, გაგრძელებული ჩინოვნიკების, დეპუტატების, მინისტრების, მათი მოადგილეების ოჯახის წევრების კომპანიების პრივილიგირებულ მდგომარეობაში ყოფნით. ეს არის ივანიშვილის მხრიდან დანერგილი მმართველობის სტილი, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
პრობლემის არსებობას არც მმართველ გუნდში უარყოფენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიას თქმით, მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა "ქართული ოცნებისთის" ჯერ ისევ გამოწვევად რჩება.
მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა რჩება ერთ-ერთ გამოწვევად და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, კვლავ რადგან არის ასეთი ტიპის გამოხმაურებები, არატენდენციური შემფასებლებისგანაც მსმენია ასეთი რამ და ამაზე თვალის დახუჭვა, არ იქნება კარგი, იმიტომ, რომ მმართველობი სრულყოფა მუდმივი პროცესია და ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ", როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიას შეუდგება ერთ0ერთი აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს, - ამბობს კაკულია.
კრიმინალურ ვითარებასთან ერთად საქართველოში მძიმე მდგომარეობაა კორუფციის თვალსაზრისითაც - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს. "კორუფცია მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით" - კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში 1800-მდე ადამიანი იქნა გამოკითხული. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები თანამდებობეს ბოროტად იყენებენ.
გამოკითხულთა 63% ფიქრობს, რომ ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება ქვეყნააში გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია. 57%-ი ის აზრით, ასევე ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში . 47% კი ამბობს, რომ კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება არ ხდება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.