ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს, ბერლინის სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას გამომძიებელი ჟურნალისტი ქრისტო გროზევი ავრცელებს:

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში ცეცხლსასროლი იარაღით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მეორე დღესვე დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი, რომელიც რუსეთის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია.

გერმანიის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობაში სწორედ რუსეთის კვალს ხედავს, თუმცა ამას მოსკოვში უარყოფენ. 

ცნობისთვის, ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ის გერმანიაში 2015 წელს, მას შემდეგ გაეგზავრა, რაც საქართველოში მასზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი