ერთსულოვნებისკენ მიმართულ ინიციატივას პატრიარქი და ეკლესია მხარს დაუჭერს - საპატრიარქო ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო პრეზიდენტის და პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია და პატრიარქი ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერს მხარს, რომელიც ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნება დაფუძნებული. 

"ა.წ. 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პატრიარქს საკუთარი ინიციატივა გააცნო და ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე კურთხევა სთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი