
ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს, ის უკვე დატოვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც თქვა, რომ განსახილველი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია.
შეხვედრას ასევე ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წევრები.