
"ქართული ოცნების" წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებს ჟურნალისტებთან დეტალებზე არ უსაუბრიათ და თქვეს მხოლოდ, რომ შეხვედრაზე მოსაზრებები გაცვალეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება ბევრ რამეზე იქნება დამიკიდებული და ამ ეტაპისთვის თემასთან დაკავშირებით ყველაფერი ღიაა.
"ამ ეტაპზე, ამ თემასთნ დაკავშირებით ყველაფერი არის ღია, ასეც შეიძლება, ისეც შეიძლება",-თქვა ირაკლი კობახიძე.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები I მოსმენით მიიღო. "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი გუნდის "კეთინ ნებაზე იქნება დამოკიდებული".
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერა. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს და მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არ აქვთ.