პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვაზე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა აზარტული თამაშების კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებით, რომელიც "ოცნებამ" ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ მოამზადა. მისი თქმით,  ონლაინ კაზინოებს პირველ ეტაპზე გადასახადი უნდა გაეზარდოთ, შემდეგ კი საერთოდ აიკრძალოს.

სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხს 78- მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო. 

პროექტით, აზარტული თამაშების მინიმალური ასაკობრივი ცენზი 25 წელი იქნება. ასევე, საჯარო მოხელეებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლება არ ექნებათ.

ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.

ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი