დუშეთის რაიონის მოსახლეობა მთავრობას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს - ზაალ უდუმაშვილი კახეთში

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ზემო და  ქვემო შუახევის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა შეხვედრისას აღნიშნეს, სოფელში დღემდე მოუგვარებელი რჩება წყლის, გაზიფიცირებისა და ინტერნეტიზაციის პროცესები. ასევე, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სოფლამდე მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. 

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ პრობლემების მოგვარებას პირდებათ, ეს ჯერ არავის გაუკეთებია. 

ამ გზის გაკეთებას სოფელი ითხოვს, უკვე წლებია, საუბარია რაღაც ორკილომეტრიან მონაკვეთზე, წლებია ვერ მიაღწიეს, რომ გზა ჰქონდეს სოფელს, რომ წვიამიან ამინდში და თოვლში სასწრაფო მაინც ამოვიდეს. არადა მუნიციპალიტეტს წლიდან წლამდე ფული რჩება, რომელსაც უკან აბრუნებს, რადგან არ იცის როგორ დახარჯოს და არც აქვს ამის სურვილი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

უდუმაშვილმა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების ბედით დაინტერესებისა და საკუთარი ფუფუნების ნაცვლად, სოფლად იმცხოვრებ მოსახლეობის პირველადი საჭიროების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ ქმედითი ღონისძიებების გადადგმისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი