
მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები
უწყება შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას იძიებს. როგორც გამოსვლის შემდეგ გიორგი მიქელაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს კითხვები დაუსვეს პირველი გამოკითხვის შემდეგ, მისი მხრიდან, ან საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციებზე:
დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა გვექნება, მას მერე, რაც დასრულდება გამოძიება და სრულად ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, თუ იკვეთება დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, მივმართავთ შესაბამის დაწესებულებას ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით" ამბობს მიქელაძე
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და სწავლობს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას.