სოფელ მუჟავადან ოკუპანტების მიერ გატაცებული სამი ახალგაზრდის ბედი ისევ გაურკვეველია

გამოქვეყნდა:

სოფელ მუჟავადან ოკუპანტების მიერ გუშინ გატაცებული  3 ახალაგაზრდის ბედი  ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ოჯახისთვის  უცნობია როდის ჩატარდება დეფაქტო სასამართლო პროცესი. მათთვის არც ჯარიმის სახით გამოსასყიდი თანხის ოდენობაა  ცნობილი, თუმცა ამბობენ, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო, ვერც გამოსასყიდი თანხის გადახდას შეძლებენ. 

დაკავებული გულით ავადმყოფი ბუთხუზ კვირვკიაა,რომელსაც გულზე სტენდირება აქვს გაკეთებული. ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ის ფიზიკურ ზეწოლას ვერ აიტან.

ტყვეობაში მყოფი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ უკიდურესი გაჭირვების გამო, ჯართს აგროვებდნენ, რა დროსაც მათ თავს შეიარაღებული რუსი ოკუპანტები დაესხნენ. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდება. 

გულის პრობლემები აქვს, არც წამლები აქვს, არც არაფერი და შეიძლება ყოველ წამს გული გაუჩერდეს. იყვნენ ჯართის საძებრად წასული, რომ პურის ფული ეშოვნათ და პური მოეტანათ ოჯახში. ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. ჯერჯერობით თანხაზე არ არის არანაირი ინფორმაცია, - ამბობს ოჯახის წევრი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი